შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ე. წ. "ჩინური ქალაქის" ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ე. წ. "ჩინური ქალაქის" ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე, ე.წ. "ჩინური ქალაქის" ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია ჯიხურებში განთავსებული სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.

ხანძრის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა.

პრევენციის მიზნით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან მეხანძრე-მაშველთა 2 ჯგუფი და მონიტორინგს გაუწევს ტერიტორიას. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე დარჩებიან პოლიციის ეკიპაჟებიც.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.