საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

მამუკა ამბროლაძეს 50 წლის იუბილე თემურ მღებრიშვილმა მიულოცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, მამუკა ამბროლაძეს 50 წლის იუბილე აქვს.

იგი 30 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს და საქმისადმი ერთგულებითა და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, სპეციალურად მის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში იმყოფებოდა. მან მამუკა ამბროლაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამსახურის სახელით, წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ვახტანგ გომელაურისგან საჩუქრად პისტოლეტი გადასცა.