×
საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

მეხანძრე-მაშველებს გადამზადების კურსი ჩაუტარდათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული გადამზადების კურსი ჩაუტარდათ. სამკვირიანი სწავლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ბაზაზე ჩატარდა.

კურსის ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა შეისწავლეს სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების წესები, სამაშველო და სახანძრო ტაქტიკის, ქბრბ უსაფრთხოების, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარების მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები. სწავლებაში სულ მონაწილეობას 31 მეხანძრე-მაშველი იღებდა, რომლებსაც კურსის წარმატებულად გავლის შემდეგ, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

კვალიფიციური თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონულ დანაყოფებში გადანაწილდებიან და მიღებულ ცოდნას პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენებენ.

პოლიციის აკადემიაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ანდრე ქუჯაიძე და ლაშა თვაური.