საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა გიორგი მღებრიშვილს ებრაელი ტურისტების დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა

ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა გიორგი მღებრიშვილს ებრაელი ტურისტების დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა

​ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა გიორგი მღებრიშვილს სახანძრო-სამაშველო სამსახურის კარგი მუშაობისათვის და ებრაელი ტურისტების დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი მღებრიშილმა და შაბთაი ცურმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს და მიმდინარე პროექტებიც განიხილეს. ისრაელის მთავრობის მხარდაჭერით, ქართველი მეხანძრე-მაშველები ისრაელში გადამზადების კურსებში მონაწილეობენ. ​

"მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ ბატონო ელჩო დახმარებისთვის, რაც თქვენ გამოიჩინეთ ტყის ფართომასშტაბიან ხანძრებთან ბრძოლის დროს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ისრაელის ელჩთან შეხვედრისას.

​შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ, ორი ქვეყნის სახანძრო-სამაშველო სამსახურები უფრო აქტიური თანამშრომლობის ეტაპზე გადავლენ და ქართველი მეხაძრე-მაშველები ისრაელში გადამზადების ინტესიურ კურსებს გაივლიან.