×
საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა გმირულად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის დედას დედის დღე მიულოცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედის დროს გმირულად გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ოჯახი მოინახულეს. სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ მუზაშვილის დედას დედის დღე მიულოცა და საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის სახელით საჩუქრად საოჯახო ტექნიკა გადასცა.

ზურაბ მუზაშვილმა 13 ივნისის ღამეს, სამაშველო ოპერაციის დროს, 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ზურაბი სამსახურის თითოეული თანამშრომლისთვის გმირობის და თავდადების მაგალითია. მისი ჩაფხუტი და აღჭურვილობა 13 ივნისის ღამის შემდეგ თბილისის სახანძრო მუზეუმში ინახება.