×
საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

მუხურის მთაზე გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

დილიდან, მუხურის მთაზე ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება.

ამ დროისთვის, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, ხანძრის დასახლებულ პუნქტზე ან ტყის მასივზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ მუხურის მიმდებარედ, მთაზე, ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფის გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო ბალახსა და ეკალბარდზე.

მთელი ღამის განმავლობაში, უსაფრთხოების და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.