×
საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

მუხურის მთაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მუხურის მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო პროცესს აგრძელებს 45 მეხანძრე-მაშველი. რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა კვლავ ვერ ხერხდება. ხანძრის დასახლებულ პუნქტზე ან ტყის მასივზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სოფელ მუხურის მიმდებარედ, მთაზე ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. ცეცხლი ეკალბარდს, ბალახს და ბუჩქებს ეკიდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მთელი ღამის განმავლობაში, უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

დილიდან, ქრობის პროცესში ჩაერთნენ ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, აბაშის და სენაკის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.