×
საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

რაჭაში, სოფელ კრიხში ტყის ხანძარი კონტროლს ექვემდებარება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა კრიხის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავება, რათა არ მოხდეს ხელახალი აალება.

პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. რისკის შემცველ ადგილებზე ისევ რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სოფელ კრიხში სულ მობილიზებულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიაზე რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა. ადგილზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საჰაერო ძალამ ორი დღის განმავლობაში სულ 100-მდე გაფრენა განახორციელა.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.