×
საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

12 მარტის 11 საათის მონაცემებით არსებული ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:

სამეგრელო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - სოფელი ჩქვალერი.

აჭარა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედა ჯოჭო.

კახეთი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფლები - ვერონა და რუსიანი

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება:

გურია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.

იმერეთი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელი სკინდორი და საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭალა

მცხეთა-მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი - ჭართალი.

ქვემო ქართლი: თეთრიწყარო.

ბოლო 5 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს. ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.