×
საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

12 მარტის 22:00 საათის მონაცემებით არსებული ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია

სამეგრელო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - სოფლები ჩქვალერი და მუჟავა. გურია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი. აჭარა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედა ჯოჭო. იმერეთი: საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭალა მცხეთა-მთიანეთი: თიანეთის მუნიციპალიტეტი სოფელი სიონი. კახეთი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფლები - ვერონა და რუსიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩალაუბანი.

ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

იმერეთი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი სოფელი სკინდორი მცხეთა მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი - ჭართალი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ყუდრო, ჩაბანი და ლიშო ქვემო ქართლი: თეთრიწყარო.

ღია კერები ნარჩუნდება

სამეგრელო - ხობის მუნიციპალიტეტი სოფელი ხიბულა. იწვის ხმელი ბალახი და ტყის ქვედა საფარი ქარსაცავ ზოლში. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. კახეთი - ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფლები: ქორეთი, ინგეთი და ასშნისველები. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ხმელი ბალახი და ეკალბარდი. ადგილებზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს. მცხეთა მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი - ნოჯიკი და ქაისხევი. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ქარი და რთული რელიეფი ართულებს.

ბოლო 5 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს. ცალკეულ შემთხვევებში, მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.