ქართველი მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ახალგაზრდულ შეჯიბრში
აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრში „ნორჩი მეხანძრე-მაშველი“ ქართველმა მოსწავლეებმა მესამე ადგილი დაიკავეს. 7 მოსწავლისგან შემდგარი გუნდები ერთმანეთს რამდენიმე დისციპლინაში შეეჯიბრნენ. მოსწვლეებმა ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის და სამაშველო უნარები გამოავლინეს. სპორტულ შეჯიბრებების გარდა, მოზარდები სხვადასხვა აქტივობებშიც იყვნენ ჩართულები.
თბილისში დაბრუნებული მოზარდები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე მივიდნენ, სადაც ბაზის უფროსს ოთარ ჩაჩუას და მეხანძრე-მაშველებს შეხვდნენ. მოსწავლეებს წარმატებული გამოსვლა მიულოცეს და მომავალ ღონისძიებებში წარმატებება უსურვეს.
საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა 13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებმა მიიღეს, რომლებიც თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან შეირჩნენ. მოზარდებმა, აზერბაიჯანში გამგზავრებამდე, სპეციალური სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე, კულტურული გადამზადება კი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში გაიარეს.
მოსწავლეების მეორე ნაკადი ღონისძიებაში 4 ივლისიდან ჩაერთვება. ისინი ბელარუსში გამართულ შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას. პროექტის დასკვნით ეტაპზე „ნორჩი მეხანძრე-მაშველის“ 21 მონაწილე, რომლებმაც ვერ მიიღეს საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა აზერბაიჯანსა და ბელორუსში, ქუთაისში, ''რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში'' გაემგზავრებიან.
პროექტში ქართული მხარე 2014 წლიდან წარმატებულად მონაწილეობს. მოზარდებმა გასულ წელს ყველა დისციპლინაში პირველი ადგილი დაიკავეს.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.