საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

გიორგი მღებრიშვილი სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს მოინახულებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი მღებრიშვილი სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს მოინახულებს. ადგილზე იმყოფება ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი. ხიდების დაზიანების გამო სოფელი ჭუბერი, ამ დროისთვის მოწყვეტილია გარესამყაროს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მზად არის შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივ მოსახლეობას სოფელ ჭუბერში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რათა დროულად მოხდეს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულება.