საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ბაღდათი - სოფელ ზეკარის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ძალები ჩაერთნენ

ბაღდათი - სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ძალები ჩაერთნენ.

ადგილზე გვიან ღამით გაიგზავნა ტყის ხანძრის ქრობის ახალი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფები. შექმნილია საგანგებო შტაბი.

ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი.

მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის კერების დამუშავება. ადგილზე იმყოფება იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის 20-ზე მეტი თანამშრომელი. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლის, მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.