საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

თემურ მღებრიშვილი დაიბადა 1971 წლის 14 ივლისს  თბილისში. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2016-2018 წ.წ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე.

2014-2015 წ.წ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 

2014 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; 

2012-2013 წ.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამმართველოს უფროსი; 2013-2014წწ. დეპარტამენტის დირექტორი; 

2011-2012წ.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; 

1996-1999 წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს დაცვის ოფიცერი;  1999-2001 წწ. ცვლის უფროსი; 2001-2010 წწ. განყოფილების უფროსის მოადგილე;  2010 წელს განყოფილების უფროსი;