მაშველებმა ბათუმში არასრულწლოვანი გადაარჩინეს

მაშველებმა ბათუმში არასრულწლოვანი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო სამმართველოს მაშველებმა ბათუმში არასრულწლოვანი გადაარჩინეს.

ის წყალში ტივტივაზე იყო დარჩენილი და ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა.

მაშველები ადგილზე სწრაფად გამოცხადდნენ და არასრულწოვანი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს.

მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.