საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობამ პერსონალური დაცვის საშუალებები  გადასცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობამ პერსონალური დაცვის საშუალებები  გადასცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობამ პერსონალური დაცვის საშუალებები  გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობისგან პერსონალური დაცვის საშუალებები უსასყიდლოდ გადაეცა.

სამსახურმა დამატებით სახის დამცავი 4800 ფარი, 5400 ლიტრი სადეზინფექციო სითხე და 2000 რესპირატორი მიიღო. დამცავი აღჭურვილობა საქართველოში Covid 19-ის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის არის განკუთვნილი.

პოლონეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს, რომელმაც სპეციალური რეისი შეასრულა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი და მისი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი პოლონეთის ელჩთან, მარიუშ მაშკიევიჩთან ერთად დახვდნენ. 

პროექტი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პოლონურ მხარესთან სამოქალაქო დაცვის მიმართულებით მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს.