საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2020 წლის საზღვაო სეზონს სიახლეებით ხვდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2020 წლის საზღვაო სეზონს სიახლეებით ხვდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2020 წლის საზღვაო სეზონს სიახლეებით ხვდება.

შავი ზღვის სანაპირო ზოლს სეზონურ მაშველთა გაზრდილი რაოდენობა გააკონტროლებს. მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი, მათ შორის 15 გოგო მაშველი იზრუნებს. თითოეული მათგანი განახლებული უნიფორმით იმუშავებს და ევროპული სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი. აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე, ასევე, მობილიზებული იქნება 6 კატარღა, 7 ნავი და 27 სკუტერი. პროცესში ჩაერთვება 1 სამაშველო და 3 სადაზვერვო დრონი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე განაახლა და დაამატა სამაშველო კოშკურები, რომელთა რაოდენობა სულ 108 იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ დაემორჩილოთ მაშველთა მითითებებს, არ იცურავოთ აკრძალულ ზონებში, არ შეხვიდეთ ზღვაში შტორმის დროს. შეგახსენებთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე ცურვა კატეგორიულად აკრძალულია.

გისურვებთ მშვიდ დასვენებას!