სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შემოვიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

ადგილზე მეორე დღეა მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებით.