მაშველებმა სოფელ ჭიორაში მედიკამენტები საფეხმავლო გზით მიიტანეს

მაშველებმა სოფელ ჭიორაში მედიკამენტები საფეხმავლო გზით მიიტანეს

რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბისთვის, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ სოფელი ჭიორში 75 წლის მამაკაცს ესაჭიროებოდა მედიკამენტები. პრეპარატები, რომელიც ადგილზე მას ექიმმა დაუნიშნა, უამინდობის გამო ვერტმფრენით მიწოდება ვერ მოხერხდა, ამიტომ სამაშველო ჯგუფებმა მას მედიკამენტები, ტყის მასივის გავლით, საფეხმავლო გზით მიუტანეს.

ადგილზე იმყოფება ექიმი, 75 წლის მამაკაცი თავს კარგად გრძნობს.