საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინებაა შემოსული

ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია 261 შეტყობინება.

მათ შორის ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან.

ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა:

87 ხე

62 შენობის სახურავი

32 ავტომანქანა

ბუნებრივი აირის 8 მილი

მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი

4 სარეკლამო ბილბორდი

ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება.

ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს.