მაშველებმა ადიდებული ჭოროხიდან მეთევზეები გამოიყვანეს

მაშველებმა ადიდებული ჭოროხიდან მეთევზეები გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში მდინარე ჭოროხი ადიდდა და სამი მეთევზე ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას. ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა ბათუმის ორი სამაშველო ეკიპაჟი.

მეთევზეები მდინარეში შექმნილ კუნძულზე იყვნენ და ადიდებული წლის გამო ვერ ახერხებდნენ გამოსვლას. მაშველებმა ისინი ნავით გამოიყვანეს. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.