საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი ტექნიკა გადაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი ტექნიკა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ქიმიურ ბიოლოგიური, რადიაციულ და ბირთვულ საფრთხეებზე რეაგირების სამმართველოს ახალი ტექნიკა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსგან (DTRA) გადაეცა. სამი ერთეული, მაღალი გამავლობის ავტომობილი და სპეციალური მისაბმელი, შესაბამისი აღჭურვილობის განსათავსებლად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ქბრბ დანაყოფს გადაეცა, საიდანაც ერთი დასავლეთ საქართველოში, ფოთში შექმნილ სპეც-დანაყოფში გაიგზავნება.

ტექნიკის გადმოცემის ცერემონიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოში აშშ მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ქეთრინ შვაიცერი, აშშ თავდაცვის ატაშე სტეფანი ბიგლი და DTRA პროექტის ხელმძღვანელი ლერონ ბეიბი დაესწრნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ბაზაზე ასევე გაიმართა ქბრბ ინციდენტზე რეაგირების საჩვენებელი სწავლება, სადაც ქართულმა დანაყოფმა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა.