გორში მეხანძრე-მაშველებმა ქალი გადაარჩინეს

გორში მეხანძრე-მაშველებმა ქალი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გორში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში, მეოთხე სართულზე იყო ხანძარი და სახლში იმყოფებოდა მწოლიარე ქალი.
 
სახანძარო-სამშველო ჯგუფები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ქალის ძლიერი დაკვამლიანებიდან უვნებლად გამოყვანა შეძლეს. მის მდგომარეობას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმრების ექიმები ამოწმებენ. მეხანძრე-მაშველბმა კორპუსის ევაკუაციისას, ასევე, გამოიყვანეს 2 მამაკაცი.
 
ხანძარი ლოკალიზებულია, ქრობის სამუშაობში ჩართულია 3 ეკიპაჟი.