ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

მეხანძრე-მაშველებმა უწყვეტი სამუშაობის შედეგად ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ცეცხლი მთის კლდოვან ნაწილზე, ბუჩქებს და ეკალბარდს ეკიდა. რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ ცოცხალი ძალა ინდივიდუალური აღჭურვილობით აწარმოებდა ქრობის სამუშაოებს. სალოკალიზაციო სამუშაოებს ქარიც ართულებდა.
 
ამ დროისთვის 30 მეხანძრე-მაშველი რჩება ხეობაში და აგრძელებს ცალკეული მხრჩოლავი კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს. დამწვარია ორ ჰექტრამდე ხმელი ბალახი და ეკალ ბარდი. ცეცხლის გავრცელების საშიშორბა მოხსნილია. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება.