შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა. მათი გეგმიური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და იყო დადებითი. 

ამ დროისთვის​, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ. მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. 

შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.