საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში, ორი ერთეული სახანძრო ავტომობილი გადაეცემა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში, ორი ერთეული სახანძრო ავტომობილი გადაეცემა. საგრანტო პროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსთან“ ერთად ხორციელდება, ხელი იაპონიის ელჩმა და „მერსი კორფსის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს.
შეძენილი სახანძრო ავტომობილები სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის, კერძოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის არის განკუთვნილი.

საგრანტო ხელშეკრულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს შორის გასულ წელსაც დაიდო, რომლის საფუძველზეც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ერთი სახანძრო ავტომობილი (გასაშლელი კალათით) გადაეცა. აღნიშნული სახანძრო-სამაშველო ავტომობილი თბილისში, მაღალსართულიან შენობებზე, საევაკუაციო და ცეცხლის ქრობის სამუშაოების განხორციელებისთვის გამოიყენება.
საგრანტო პროექტის მიზანია, სამსახურის შესაძლებლობების განვითარება და ეფექტური რეაგირების გაზრდა საგანგებო სიტუაციების დროს.