საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

PPRD: საქართველოსთვის საფრთხეებს შორის, მთავარ რისკად კვლავ წყალდიდობა რჩება.

საქართველოსთვის, გამოვლენილ საფრთხეებს შორის, მთავარ რისკად კვლავ წყალდიდობა რჩება - ამის შესახებ "PPRD აღმოსავლეთ 2“-ის პროგრამის, სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც 6-7 მარტს თბილისში იმართება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წყალდიდობების დირექტივა ეროვნულ კანონმდებლობაში აისახა. შედეგად, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები წყალდიდობის რისკის პრევენციისა და მზადყოფნის მიმართულებით.

„ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის წყალდიდობების დირექტივასთან დაახლოვების კუთხით, საქართველო მიდის სწორი მიმართულებით, რასაც პროგრამის ექსპერტები უჭერენ მხარს ", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა და PPRD აღმოსავლეთ 2 პროგრამის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა, შალვა კვინიხიძემ.

ევროპელმა ექსპერტებმა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რეკომენდაციები და კომენტარები მიაწოდეს.
ასევე, მათ შეაფასეს სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი და იმუშავეს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, სახანძრო სატრანსპორტო საშუალებების, აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის სტანდარტიზაციის მიმართულებით.

საქართველო ყველა იმ აქტივობაში იყო ჩართული, რომელიც მიზნად ისახავდა კატასტროფების რისკის მართვის სფეროში ქვეყნის შესაძლებლობებისა და უნარების გაძლიერებას- აღინიშნა „PPRD აღმოსავლეთ 2“ პროგრამის ეროვნული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე.