საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ორთაჭალის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისი - ორთაჭალის ქუჩა - საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სხვენი - ჯამში 150 კვ.მ.

ასევე, ერთერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული დამხმარე შენობა-ნაგებობა და ნაწილობრივ “ჟიგულის” მარკის ავტომანქანა.

ძლიერი ქარის გამო, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხდა ხანძრის ლოკალიზება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.