საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

სოფელ ჭველეში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ჯვარი - სოფელ ჭველეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. 

ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა - დამწვარია 130 კვ.მ ფართობი.

ხანძარი ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.