საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ინანიშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს

თბილისი - ინანიშვილის ქუჩაზე,
საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს.

მეხანძრე-მაშველებმა, აღნიშნულის შესახებ, ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს.

აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება.

ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი.

ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.