შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახელმწიფო რეზერვების განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გამართა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახელმწიფო რეზერვების განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტომ სახელმწიფო რეზერვების განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გამართა.

ონლაინ ფორმატის ღონისძიებაზე დეტალურად განიხილეს, თუ როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფო რეზერვები საქართველოში და რა მნიშვნელობა აქვს ამ კუთხით უწყებათშორის კოორდინაციას. შეხვედრის მონაწილეებმა სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების პერსპექტივებსა და დასახულ გეგმებზე ისაუბრეს.

სახელმწიფო რეზერვების განვითარების კონცეფციის​ პროექტი ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოწვეულ ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიმუშავა. სააგენტოს განვითარების კონცეფციის შემუშავების პროცესში ჩართულმა მხარეებმა შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზი ჩაატარეს. გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაიგეგმა და განხორციელდა ნატო-ს წევრ ქვეყნებში სასწავლო ვიზიტები.

აღნიშნული კონცეფცია წარმოადგენს სახელმძღვანელოს, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფო რეზერვები საქართველოში და რა მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებით უწყებათშორის კოორდინაციას.

პროექტის ონლაინ პრეზენტაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი და სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფროსი - ზაზა ფანცულაია ესწრებოდნენ. ღონისძიებაში ასევე ჩართული იყვნენ: ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოადგილე - პირით პიკე, ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის პროექტების მენეჯერი - ნატალი ნოზაძე და ექსპერტი - რაიან გრისტი.

სახელმწიფო რეზერვების განვითარების კონცეფციის პრეზენტაციას აგრეთვე დაესწრნენ: ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.