შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


DTRA-ს ევრაზიის ოფისის ახალი ხელმძღვანელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობებს გაეცნო

DTRA-ს ევრაზიის ოფისის ახალი ხელმძღვანელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობებს გაეცნო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს შესაძლებლობებს აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის ახალი ხელმძღვანელი - ბერნი დობნერი პირადად გაეცნო. მას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა დავით სუხიშვილმა და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა - მალხაზ ლაგურაშვილმა უმასპინძლეს.

ქბრბ ინციდენტზე რეაგირების კუთხით საჩვენებელი სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა და სტუმრები დეკონტამინაციის პროცედურებს გაეცვნენ. მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ევრაზიის ოფისის ხელმძღვანელმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერა. აღნიშნული აღჭურვილობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს DTRA-სგან, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში გადმოეცა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და DTRA-ს უკვე რამდენიმე წელია მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურმა სხვადასხვა ტიპის ქბრბ აღჭურვილობა მიიღო, ასევე, მონაწილეობდა DTRA-ს მიერ ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებებსა და ტრენინგებში.