საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

ბრიუსელში PPRD აღმოსავლეთ 2 პროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და მათზე რეაგირების პროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
 
შეხვედრას საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელორუსის, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
მხარეებმა ევროკომისიის წევრებთან ერთად განიხილეს პროგრამის მიმდინარეობის 5-წლიან პერიოდში სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის განვითარების და ამ სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით მიღწეული პროგრესი.
 
პროგრამა მიზნად ისახავს, სათანადო წვლილი შეიტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარების კუთხით.
 
ევროკავშირის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ევროკომისიის შემფასებელი მისიის ვიზიტი საქართველოში. 13 ექპერტისგან შემდგარი კომისია საქართველოს მიმდინარე თვეში სტუმრობდა.
 
კონფერენციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი შალვა კვინიხიძე, სამსახურის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის უფროსი გიორგი ღიბრაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.