შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცნობიერების ასამაღლებელი სიმულაციური სახანძრო-სამაშველო ოპერაცია განახორციელა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცნობიერების ასამაღლებელი სიმულაციური სახანძრო-სამაშველო ოპერაცია განახორციელა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ თბილისის №200 საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის წესებისა და რეაგირების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი სწავლება განახორციელა.

სიმულაციური სწავლება, რომელიც კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს სიმბოლურად დაემთხვა, პრაქტიკული ღონისძიებების დემონსტრირების გარდა, სკოლის პედაგოგებისა და ამავე სასწავლო დაწესებულების აღსაზრდელი შშმ ბავშვებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის წესების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგის ჩატარებას ისახავდა მიზნად. ღონისძიება კოვიდრეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართა.

სწავლების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა წინასწარი სცენარის მიხედვით, "დაშავებულები" სხვადასხვა მეთოდით გამოიყვანეს შენობიდან, ასევე, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ურბანულ ხანძარზე მოქმედების დემონსტრირებაც მოხდა. 

ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმებთან დაახლოების მიზნით, საქართველოს მხრიდან ნაკისრ ვალდებულებათა ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღნიშნული ტიპის სწავლებებს სისტემატურად ატარებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში. შემდეგი სწავლებები დაგეგმილია 203-ე და 198-ე საჯარო სკოლებში.