საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში საიტი მუშაობს სატესტო რეჯიმში

მეხანძრე-მაშველებს ახალი სპეცფეხსაცმელი გადაეცათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, 4 000 წყვილი სპეციალური სპეცფეხსაცმელი იტალიურ კომპანია "GRISPORT"-ისგან შეიძინა .

ახალი სპეცფეხსაცმელი, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებით სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს მასშტაბით, 3 200 მეხანძრე-მაშველს დაურიგდა.

სპეცფეხსაცმელი 2-წლიანი საექსპლუატაციო ვადით გამოირჩევა.

მეხანძრე-მაშველებისთვის სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 677 600 ლარი დაიხარჯა.

უახლოეს მომავალში, მეხანძრე-მაშველები ახალ სპეცტანსაცმელსაც მიიღებენ.