შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ესტუმრნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ინიციატივით, სახანძრო-სამაშველო ძალებით დაინტერესებული ბენეფიციარები ეწვივნენ. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბენეფიციარებს სახანძრო ავტოცისტერნნა დაათვალიერებინა და სამსახურის სპეციფიკა გააცნო. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სტუმრებისთვის სამთო კედელზე გარკვეული საჩვენებელი სავარჯიშოები შეასრულეს.
 
ბენეფიციარები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტის - „მე გავხდები პროფესიონალი“ - ფარგლებში ეწვივნენ. პროექტი ცენტრის დაარსების დროიდან ხორციელდება. არასრულწლოვნები პერიოდულად სტუმრობენ სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციებს. რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიის სპეციფიკის გაცნობა მათ მომავალი სპეციალობის არჩევაში ეხმარება.
 
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია, რომლის საქმიანობის მიზანია სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი, კანონთან კონფლიქტში მყოფი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების სოციალიზაცია, რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია.