შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტის (NATO SNGP) ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრის მიზანი დამსწრეებისთვის არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივის ახალი ექსპერტის სუზან ქრისტენსენის წარდგენა იყო.

შეხვედრისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოში სახანძრო-სამაშველო მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. თავის მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი, NATO-ს ძირითადი ჯგუფის უფროსის მოადგილე - სარა ვოლფი, ექსპერტი - პიტერ კოლ-კლაესონი და აშშ ODC პროგრამების კოორდინატორი - დენიელ სეკულა.