საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ტყიბულში, მიწის მასიდან ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უკვე ამოყვანილია. ის კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
გარდა ამისა, სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები.