ჩვენ შესახებ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ორგანიზებასა და სამოქალაქო უსაფრთხოების, ამოცანების გადასაწყვეტად სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განხორციელებას.

საგანგებო სიტუაციების დროს სამსახური არის მთავარი მორეაგირე უწყება, რომელიც კოორდინირებას უწევს ყველა სახელმწიფო უწყების საქმიანობას. ის ფუნქციურად აერთიანებს სახანძრო-სამაშველო სამსახურს. გარდა ამისა, უზრუნველყოფს ქვეყანაში ქიმიურ, ბილოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) უსაფრთხოებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოება, მისი ინტერესები და საჭიროებები. სამსახურის მთავარი მიზანია მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კონკრეტული საფრთხეების შემთხვევაში, პრევენცია, სწრაფი რეაგირება, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება და საგანგებო სიტუაციებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყნის მასშტაბით ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების შემოწმების მთავარი მაკონტროლებელი ორგანოა.

სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მსგავსი ურთიერთობების საფუძველზე უზრუნველვყოფთ ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმებას, მეხანძრე-მაშველებისთვის გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობის მიღებას და საერთაშორისო მისიებში ჩართულობას.

სამსახური ცდილობს ქვეყანაში კატასტროფების რიცხვის მაქსიმალური შემცირებასთან ერთად, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება საგანგებო სიტუაციების დროს მეტი და სწორი ინფორმირებულობისთვის.