თეიმურაზ მღებრიშვილი დაიბადა 1971 წლის 14 ივლისს თბილისში.

2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2016-2018 წ.წ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე.

2014-2015 წ.წ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 

2014 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი; 

2012-2013 წ.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სამმართველოს უფროსი; 2013-2014წწ. დეპარტამენტის დირექტორი; 

2011-2012 წ.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; 

1996-1999 წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს დაცვის ოფიცერი;  1999-2001 წწ. ცვლის უფროსი; 2001-2010 წწ. განყოფილების უფროსის მოადგილე;  2010 წელს განყოფილების უფროსი.

უფროსი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი

თეიმურაზ მღებრიშვილი