ლევან ღირსიაშვილი დაიბადა 1975 წლის 25 აპრილს.

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

2019 სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური;

2018 - 2019 უფროსი მრჩეველი, საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში;

2015 - 2017 საბჭოს მდივნის მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო;

2014 - 2015 თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

2014 - 2014 საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო;

2009 - 2013 რედაქტორ-ჟურნალისტი, სამაუწყებლო კომპანია „ამერიკის ხმა“ ვაშინგტონი, აშშ;

2007 - 2009 მმართველი რედაქტორი, ყოველდღიური გაზეთი „24 საათი“;

2004 - 2006 საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსი, საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახური;

2002 - 2004 საერთაშორისო ამბების ჟურნალისტი-მიმომხილველი, ყოველდღიური გაზეთი „24 საათი“;

1998 - 2002 ანალიტიკოსი, განყოფილების უფროსის მოადგილე, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველო.

მოადგილე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე

ლევან ღირსიაშვილი