ადმინისტრაციის სამმართველო

 

სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ხელშეწყობა და სამუშაო პირობების
უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის სისტემაში საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) ორგანიზება,
საერთო კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა, სამსახურის სისტემაში დოკუმენტბრუნვის
მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესების დანერგვა;

გ) სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, ასევე
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ
წარმომადგენლობებთან, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის ურთიერთობების უზრუნველყოფა;

დ) სამსახურის საორგანიზაციო-საპროტოკოლო საქმიანობის უზრუნველყოფა.

საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო

შსს სსდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მთავარი ფუნქციაა ხელი შეუწყოს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებასა და გაღრმავებას, პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან როგორც ორმხრივი, ასევე, რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მეშვეობით.

სამსახური, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაკოორდინირებელი უწყებაა როგორც გლობალური, ასევე, რეგიონულ და ეროვნულ კრიზისებსა და გამოწვევებთან გამკლავების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებაში. სამსახური საერთაშორისო ურთიერთობებს წარმართავს ქვეყნის საჭიროებების, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ინტერესების საფუძველზე. აღნიშნული პროცესი, ერთი მხრივ, წარმოადგენს ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საფრთხეებთან გამკლავების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების მართვის ოთხივე ფაზაში (პრევენცია, მზადყოფნა, რეაგირება, აღდგენა), მეორე მხრივ კი – რეფორმებზე ორიენტირებულ საერთაშორისო ურთიერთობებს სამსახურში საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვის უზრუნველსაყოფად.

სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარება პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან საერთაშორისო ხელშეკრულებების/მემორანდუმების დადების, ასევე თანამშრომლობის სამოქმედო გეგმების შედგენისა და განხორციელების გზით.

2019 წლის მდგომარეობით საგანგებო სიტუაციების დროს ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება/მემორანდუმი საქართველოს 13 ქვეყანასთან (მათ შორის, ევროკავშირის 3 წევრი ქვეყანა) აქვს დადებული. გრძელდება მუშაობა ახალი საერთაშორისო ხელშეკრულებების/მემორანდუმების დადების მიზნით პარტნიორ ქვეყნებთან.

ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად, ნატო/ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და თანამშრომლობის გაღრმავება ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ინსტრუმენტების მეშვეობით.

სამსახურის შესაძლებლობების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დონორ/პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. სამსახურის საჭიროებების შეფასება და შემდგომი ანალიზი, დონორთა კონფერენცია, პროექტების შემუშავება და განხორციელება, ასევე მიღწეული შედეგების შეფასება ის აუცილებელი აქტივობებია, რომელთა საშუალებით ხორციელდება ზემოაღნიშნული თანამშრომლობა და რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ სამსახურის შესაძლებლობების სწრაფ და ეფექტურ განვითარებას.

იურიდიული სამმართველო

 

სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამსახურის სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან
ურთიერთობაში სამსახურის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა.

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო

 

სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამსახურის სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ერთიანი პოლიტიკის
შემუშავება და გახორციელება;

ბ) სამსახურში მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.

საზოგადოებასთან ურთიერთობების სამმართველო

 

სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკის, საკომუნიკაციო
კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, მათი განხორციელების
უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.