შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და  სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის  ჩართულობით, „ბათუმი არენას“ თანამშრომლებისთვის ჩატარდება სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება. ღონისძიების მიზანია  სწავლების მონაწილეებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის ღონისძიებების,  დაშავებულთა ევაკუაციისა და პირველადი დახმარების მეთოდების გაცნობა. სწავლება მოიცავს პრაქტიკულ სიმულაციურ წვრთნებს.    მეხანძრე-მაშველები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მოახდენენ ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირებას. ვაფრთხილებთ ადგილობრივ მოსახლეობას, წვრთნები გამოიწვევს გარკვეულ ხმაურს, რაც  არ უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი.

კვირის სტატისტიკა

სახანძრო-სამაშველო ოპერაციები 1169

აფხაზეთი 0
აჭარა 127
გურია 31
იმერეთი 111
თბილისი 514
კახეთი 68
მცხეთა-მთიანეთი 48
რაჯა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 36
სამეგროლო-ზემო სვანეთი 58
სამცხე-ჯავახეთი 40
ცხინვალის რეგიონი 0
ქვემო ქართლი 75
შიდა ქართლი 61

  • სამაშველო ოპერაცია
  • ხანძრის ქრობის ოპერაცია
  • სპეც. დავალება

სამაშველო ოპერაცია 807
ხანძრის ქრობის ოპერაცია 278
სპეც. დავალება 84