შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი

ბოლო ვადა: 2019-02-10

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 3800

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:

ა) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;

ბ) ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე ოპერატიული სამაშველო რეაგირება;

გ) დისლოკაციის ადგილზე სამაშველო ოცეულების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის რეჟიმის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;

დ) სამაშველო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ნომენკლატურის შემუშავება, გამოცდა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევაში მონაწილეობა;

ვ) ტერიტორიული და სახელშეკრულებო დანაყოფებისათვის მეთოდური დახმარება;

ზ) ბირთვული, რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხეების შემცველ ინციდენტებზე/საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით ვითარებათა შეფასება, შესაბამისი რეაგირების ძალების კოორდინირება;

თ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეთანხმებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;

ი) მაღალმთიან რეგიონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
    • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

ვ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“

გ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის N387 დადგენილება;

დ) „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N370 დადგენილება;

ე) „საქართველოში სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის N371 დადგენილება;

ვ) „სახანძრო დაცვის დანაყოფების შენობა-ნაგებობების დაპროექტების ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 09 მარტის №119 დადგენილება;

ზ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №20 ბრძანება.

თ) "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019  წლის 17 იანვრის  №4 ბრძანება.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა

საკონტაქტო ტელეფონი - 599 54 84 04, 577 76 99 11.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • მართვის მოწმობის ასლი.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურისის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.

6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.