შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სახანძრო-სამაშველო ძალების  დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის მუდმივი მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას სამოქლაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების საქმიანობის კოორდინირება, ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისას კოორდინაციაში მონაწილეობა;

გ)  არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზება;

დ) მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა, საგანგებო სიტუაციის დროს მოხალისეთა კოორდინაცია;

ე) სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების განხორციელებაში მხარდაჭერა.

სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების
სფეროში პოლიტიკისა და ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

ბ) ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების, რისკებისა და მათი
გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირების, ანალიზის, პრევენციის ან/და მათი უარყოფითი შედეგების
შემცირების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის/შემუშავების კოორდინაცია და დაგეგმილი
ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;

გ) საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზება და მატერიალურ-ტექნიკური
მხარდაჭერა;

დ) ეროვნული სიტუაციური ოთახის მუდმივი მზადყოფნისა და ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო
სიტუაციის დროს, მისი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სამსახურის
დებულების შესაბამისად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

სტრატეგიული დაგეგმვისა და ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურის განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიის შემუშავება;

ბ) სამსახურის სისტემის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

გ) სამსახურის სისტემის ერთიანი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური განვითარების
სტრატეგიის ფორმირება, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა
და განვითარება.

ზედამხედველობის დეპარტამენტი

 

ზედამხედველობის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა;

ბ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება;

გ) კერძო სახანძრო-სამაშველო და კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფების (სამთო მაშველი) საქმიანობის რეგულირება;

დ) სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების, ნორმების და სტანდარტების შემუშავება.

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ტერიტორიაზე და შენობა-ნაგებობებში შემოწმების ჩატარება, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და შეტყობინების ლოკალური სისტემების გამოცდა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზედამხედველობის სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ბ) დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისაგან ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა;

გ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო მიწერილობის გაცემა გამოვლენილი დარღვევის აღმოფხვრის ან ამ მოთხოვნების შესრულების თაობაზე, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სამართალდამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდება;

დ) სასამართლოსათვის მიმართვა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის შენობა-ნაგებობის, საწარმოო უბნის, აგრეგატის ან/და სათავსის ექსპლუატაციის ან ცალკეული სამუშაოების ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების შესახებ, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ე)  სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო რწმუნებულისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;

ვ) კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება, მათი აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება;

ზ) კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფების (სამთო მაშველი) საქმიანობის მარეგულირებელი სტანდარტებისა და ნორმების შემუშავება, მათი აღჭურვილობისა და მზადყოფნის დონის შემოწმება;

თ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში  მომსახურების გაწევის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;

ი) საჭიროების შემთხვევაში, ობიექტის ან უფლებამოსილი ორგანოს მომართვის საფუძველზე, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა და სათანადო აქტის გაფორმება;

კ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე) და მშენებლობადამთავრებული სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხანძრის მიზეზების შესწავლა; სახანძრო უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების სრულყოფის მიზნით პრაქტიკის განზოგადება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

მ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მიერ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის გაუმჯობესების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ნ)  საქართველოს კანონმდებლობით, ასევე სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.

საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სამსახურის საფინანსო-ლოჯისტიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური და საბუღალტრო საქმიანობის უზრუნველყოფა;

გ) სამსახურის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და მათი გამართული
მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა;

ე) სამსახურის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა;

ვ) სამსახურის ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველოყა.

 

მონიტორინგის დეპარტამენტი

 

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის მიერ დეკლარირებული მიზნების მიღწევაში
მონაწილეობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომში -
სამსახურის დანაყოფი) სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ეთიკის, დისციპლინური ნორმების
დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტების გამოვლენა და
სათანადო რეაგირება.