მეხანძრე-მაშველის მომზადების პროგრამა განკუთვნილია სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.
პროგრამა ითვალისწინებს 3 მოდულს და 1 საგანს და მასში მოცემული მეთოდოლოგია და აპრობირებული პრაქტიკა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მსმენელთა პროფესიონალურ და ზოგად უნარ-ჩვევას, ხელს შეუწყობს მათ ეფექტიანად და რაციონალურად განახორციელონ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობანი.
მომზადების პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს მსმენელთა ფიზიკური შესაძლებლობებისა და მზადყოფნის მდგომარეობის განვითარების მიზნით სპეციალურად შედგენილ კომპლექსურ ფიზიკურ აქტივობებს, სასწავლო დისციპლინა - „მეხანძრე-მაშველისთვის მორგებული ფუნქციონალური ფიზიკური ვარჯიშები“-ს სახით, რომელიც შესრულდება სპეციალურ დამცავ ტანისამოსში, ჩაფხუტში და მორგებული სასუნთქი აპარატით (ნიღბის გარეშე). აღნიშნული ვარჯიშები მთელი სასწავლო პროცესის პერიოდში ინტენსიურად ჩატარდება პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო აქტივობის დასრულების შემდეგ.
მსმენელები შეფასდებიან თითოეული მოდულის მიხედვით. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატი.