შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი

ბოლო ვადა: 2019-02-10

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 3000

ადგილების რაოდეობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N7

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:

ა) სამსახურისა და სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის   (შემდგომში – აუდიტის ობიექტი) ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების ეკონომიურობის, ეფექტიანობის, პროდუქტიულობის შესწავლა და შეფასება;

ბ) აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასა და მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) აუდიტის ობიექტში საბიუჯეტო სახსრების გამოყენების, ვალდებულებათა აღების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების, ხელშეკრულების გაფორმების, გადახდების განხორციელების შესწავლა და შეფასება;

დ) აუდიტის ობიექტის ფინანსური მართვის, აღრიცხვისა და კონტროლის სისტემების შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასება;

ე) განხორციელებული აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი;

ზ) სამსახურის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების პრევენციის ანალიზი და შეფასება;

თ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სამსახურის მიზნებთან თანხვედრისა და შესაბამისობის ანალიზი;

ი) შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

კ) წელიწადში ერთხელ შიდა აუდიტის ხარისხის შიდა შეფასება;

ლ) შიდა შეფასების შედეგების, შიდა აუდიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო ქმედებებისა და მათ დანერგვასთან დაკავშირებით განხორციელებული აქტივობების შესახებ დეპარტამენტის დირექტორის ინფორმირება;

მ) წლიური და სტრატეგიული გეგმების შესრულების მონიტორინგი;

ნ) დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის უფროსისთვის წარდგენა;

ო) სამსახურის სისტემაში ფინანსური სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით,  სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
  • ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

ვ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“

ზ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

თ) „საგადასახადო კოდექსის“ V და IX კარი;

ი) „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი;

კ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’  საქართველოს კანონი;

ლ) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

მ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

ნ) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „მარეგულირებელი ნორმების“ თავი;

ო) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი;

პ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის №387 დადგენილება;

ჟ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის ბრძანება №16 „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
რ) "სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019  წლის 17 იანვრის  №4 ბრძანება.

ს) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება;

ტ) „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილება;

უ) „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულება;

ფ) „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 (№1013-1) განკარგულება;

ქ) „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016  განკარგულება.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა

საკონტაქტო ტელეფონი - 599 54 84 04, 577 76 99 11.


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge)  უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
  • მართვის მოწმობის ასლი.

3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.

 

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურისის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.

6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.

 


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

 

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.