შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების სამმართველოს ცენტრალური კოორდინაციის განყოფილების ინსპექტორი

ბოლო ვადა: 2018-09-01

დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თანამდებობრივი სარგო: 1100

ადგილების რაოდეობა: 2

სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N83

სამუშაოს ტიპი: არანორმირებული


ფუნქცია-მოვალეობები:
  • სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ტექნიკა-აღჭურვილობის მდგომარეობის (გამართულობის) შესახებ ინფორმაციის მუდმივი ფლობა;

  • სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის სუბიექტების რეაგირების ძალების, მათ შორის, უწყებრივი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძალებისა და საშუალებების საინფორმაციო ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;

  • საგანგებო სიტუაციებისა და ხანძრების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტი მიღება-ანალიზი და რეაგირებისათვის საჭირო ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა;

  • საგანგებო სიტუაციაზე პირველადი რეაგირების ღონისძიებებში დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ჩაბმა;

  • საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისას დეპარტამენტის დანაყოფების დავალებაზე გასვლის, მათი მუშაობის და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;

  • ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით შესაბამისი უნარების მქონე ვეტერანების მომაცემთა ბაზის შექმნა, მუდმივი განახლება და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით რეაგირების ღონისძიებებში მათი ჩართვის ორგტანიზება;

  • სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეთა მონაცემთა ბაზის შექმნა და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით რეაგირების ღონისძიებებში მათი ჩართვის ორგტანიზება;

  • საჭიროების შემთხვევაში, სავალდებულო ოპერაციების შესრულებისათვის წინადადებებისა და ღონისძიებების შემუშავება;

  • კომპეტენციის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციის ეროვნული მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გარდაქმნის საფრთხის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მისაღებად, საგანგებო სიტუაციების ზონაში შესაბამისი შტაბის ან/და სამსახურის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების და რეკომენდაციების დროულად მომზადება;

  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

  • მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

  • უცხოე ენის ცოდნა (სასურველია).


საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“

დ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ივლისის N387 დადგენილება;

ე) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის N8 ბრძანება;

ვ) „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 31 ივლისის №20 ბრძანება.

 


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N 83ა

საკონტაქტო ტელეფონი - 591600063; 599548404


დამატებითი ინფორმაცია:

1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 25 კალენდარული დღის განმავლობაში.

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:

 

  • Curriculum Vitae (CV);

  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

  • სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში.

 

3. კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ არის წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

  • დოკუმენტაციის გადარჩევა, დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

  • ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;

  • გასაუბრება.

5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, იმ პირებს რომლებიც გადავლენ მეორე ეტაპზე სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების დაშვებამდე კანდიდატი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმაN 100). მეორე ეტაპზე დაიშვებიამ მხოლოდ ის კანდიდატები რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა თავსებადი იქნება მეხანძრე-მაშველის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან.

6. მესამე ეტაპტზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.