შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ლევან ჭუმბირიძე

მეხანძრე-მაშველი

46 წლის

20 წლის იყო, როდესაც მეხანძრე-მაშველი გახდა, ზუსტად ამდენივე წელია პროფესიის ერთგულია და ადამიანებს გადარჩენაში ეხმარება. თბილისში ყოველდღიურად გორიდან დადის, საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობა კარგად აქვს გააზრებული და ამბობს, რომ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს.

"რთული პერიოდების გამოვლა მომიწია. 90-იან წლებში სახანძროში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. ქვეყანაში ყოველდღიურად ხანძარი იყო, თითქმის შიშველი ხელებით გვიწევდა ბრძოლა. ამ წლებმა გამომაწრთო და ახლა ვიცი, რომ სიცოცხლის დაცვა შემიძლია.

​იყო მეხანძრე-მაშველი არ არის მარტივი, ზოგს ჰგონია, რომ ეს რიგითი პროფესიაა, სადაც ერთი აგურის აღებით საქმე გაკეთდება.

20-წლიანმა სამუშაო გამოცდილებამ მიჩვენა, რომ მე სწორ გზაზე ვდგავარ. მაშინ, როდესაც უცნობი ადამიანების სახლში ცეცხლს ვაქრობ, ამით არამარტო მათ, არამედ საკუთარ თავსაც ვეხმარები. ეს მაძლევს ძალას დავინახო სამყარო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია. ჩვენ ხომ ერთმანეთის დაკარგვა არ შეგვიძლია.

​მე 40 წლის მეხანძრე-მაშველი ვარ, რომელსაც უყვარს საკუთარი პროფესია და ადამიანები".

გაიცანი გმირი